ვატიკანში ღელავენ უმე-ზე ხელისუფლების ზეწოლის გამო
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებთან სეხვედრაზე. ფოტო: vaticannews.va
ვატიკანის წარმომადგენლები ღელავენ რადის კანონპროექტების გამო, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ამის შესახებ იუწყებოდნენ უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში დეკანოზ ნიკოლაი დანილევიჩისა და რომის პაპის ფრანცისკეს შეხვედრის შემდეგ.
ვიზიტის დროს, სსკგ-ის ხელმძღვანელის მოადგილემ პაპს და ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების მცდელობებზე, რომ უმე-მ შეწყვიტოს მოღვაწეობა უკრაინაში.
„პაპს და ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელობას მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის პარლამენტში უკანასკნელი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ფაქტიურად მიმართულია უმე-ს მისამართით შემზღუდველი ზომების შემოღებისა და მისი შემდგომი მოღვაწეობის შეწყვეტაზე, რაც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნეს სსკგ-ში.
თანახმად უწყებისა, ვატიკანის წარმომადგენლებმა დაგმეს ნებისმიერი დევნა რელიგიურ ნიადაგზე და ყველა კონფესიას თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა პაპს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ დაუთმო სატაძრო შენობები ევროპაში უკრაინულ მართლმადიდებლურ საძმოებს, რომლებიც აქტიურად იქმნება უკრაინელთა მასიური ემიგრაციის ფონზე.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 25 იანვარს პაპი ფრანცისკე შეხვდა ვატიკანში სრულიად უკრაინის ეკლესიათა საბჭოსა და რელიგიური ორგანიზაციების დელეგატებს.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.