იერუსალიმის საპატრიარქომ ემე-ს მოუწოდა, რომ არ დაარღვიოს მისი იურისდიქციის საზღვრები

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III და ათონისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმ II. ფოტო: orthodoxtimes.com

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, არქიეპისკოპოს იერონიმე II-ს გაუგზავნა წერილი, სადაც პრეტენზიები გამოთქვა ემე-ის მიტროპოლიტის ნიკოლოზის (ხაჯინიკოლაუ) ქცევის გამო სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

„საღმრთო ლიტურგია წმინდა ეკატერინეს დღესასწაულზე წელს ჩვენი ნებართვის გარეშე მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოდებამ მესოგეისა და ლავრეოტიკიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჩაატარა და საღმრთო ლიტურგიაზე, ეტყობა, რაღაც გაუგებრობით, იხსენიებდა ელადის ეკლესიის წმინდა სინოდს და სინას არქიეპისკოპოს დამიანეს, იერუსალიმის პატრიარქის მოხსენიების გარეშე - ძველ საპატრიარქოებში არსებული ლიტურგიკული და კანონიკური წესის საწინააღმდეგოდ“, - ნათქვამია წერილში.

პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ სინას სავანეს ავტონომიური სტატუსი გააჩნია, თუმცა „მონასტრის ავტონომია არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მონასტერი არსებობს არა რომელიმე აბსტრაქტულ მდგომარეობაში, არამედ კანონიკურ ტერიტორიაზე, იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ“.

თეოფილე III აღნიშნა, რომ „ბოლო დროს გაჩნდა პრობლემა: იერუსალიმის საპატრიარქოს გაფრთხილების გარეშე, სინას მამების მიერ სხვა საეკლესიო იურისდიქციებიდან იერარქების მოწვევა საღმრთო ევქარისტიის ჩატარების მიზნით წმინდა მონასტერში, განსაკუთრებით კი წმინდა ეკატერინეს დღესასწაულზე“.

„ყოველ წელს ჩვენ ამ დღესასწაულზე ვაგზავნით დელეგაციას და არ ვიცით, სხვა ეკლესიების რომელ იერარქებს შევხვდებით იქ, ამგვარად, ჩვენი წარმომადგენლები ხდებიან კანონიკური წესის დარღვევის მოწმეები“, - საყვედური გამოთქვა პატრიარქმა.

მან ემე-ის მეთაურს თხოვა „ურჩიოს ელადის ეკლესიის მღვდელმთავრებს, როდესაც ისინი მოისურვებენ საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას სინას ღვთიური მთის წმინდა მონასტერში, შეატყობინონ იერუსალიმის საპატრიარქოს“.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2019 წლის ოქტომბერში ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაადასტურა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავტოკეფალიის მინიჭების უფლება აქვს და აღიარა მეუ.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.