ეპიფანე: პატრიოტებმა უნდა უარყონ თავიანთი „რუსი“ წმინდანი

ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info

მეუ-ს ხელმძღვანელმა სერგეი დუმენკომ თქვა, რომ უკრაინელებმა უნდა უარყონ თავიანთი წმინდანი, რომლის პატივსაცემად მოინათლნენ, თუ წმინდანი დაკავშირებულია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ან რუსეთთან.

lb.ua-ს ჟურნალისტის შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს მან, თუ იგი მოინათლა ქსენია პეტერბურგელის პატივსაცემად, დუმენკომ უპასუხა, რომ ახლა სხვა ქსენიას მიმართ უნდა ილოცოს: ”შეიძლება ვისაუბროთ ამა თუ იმ წმინდანის შეცვლაზე. თუ ქსენიას ავიღებთ, არის სხვა ქსენიები, რომელთა პატივსაცემად შეგვიძლია შევცვალოთ დღესასწაულის თარიღი“. მისი თქმით, თუ ადამიანს სურს თავისი წმინდანის ჩანაცვლება სხვა წმინდანით, უნდა მივიდეს მღვდელთან და მიიღოს კურთხევა.

ამავდროულად, დუმენკო ჩივის, რომ მეუ-ს მორწმუნეები მოითხოვდნენ, რომ „რუსი“ წმინდანების ხსენების დღე ამოეღოთ კალენდრიდან.

”ჩვენ იძულებული გავხდით საეკლესიო კალენდრიდან ამოგვეღო ცნობილი სათაყვანებელი წმინდანების ხსენების დღე, თუმცა ვიცით, თუ რა როლს ასრულებდნენ ისინი ხანდახან ისტორიაში”, - დასძინა დუმენკომ პეტერბურგის წმინდა ნეტარ ქსენიაზე, მართალ მორწმუნე პრინც ალექსანდრე ნეველსა და სხვა წმინდანებზე.

ეპიფანე დარწმუნებულია, რომ ამ წმინდანების საეკლესიო კალენდარში ჩაწერა დროებითი მოვლენაა, რომელიც მრევლის თხოვნით არის გამოწვეული და როგორც კი თაობა შეიცვლება, მორწმუნეები არც კი გაიხსენებენ ამ წმინდანებს.

”ისტორიაში მოხდა ისე, რომ იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ჩვენ ვიყავით გაერთიანებული, ვიყავით ამ სულიერ ოკუპაციაში და დრო სჭირდება, რომ თანდათან დავშორდეთ ამ რუსულ ტრადიციას”, - თქვა მეუ-ს ხელმძღვანელმა.

მანამდე მჟკ-მ განაცხადა, რომ მეუ-მ გამოაცხადა ახალ კალენდარზე სრული გადასვლა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.