ნაცვალი: მუსულმანები და კათოლიკეები გვიშვებენ სალოცავებში, მაგრამ სახლიდან გვდევნიან

მიტროპოლიტი პავლე სატრაპეზო ტაძარში ბოლო მღვდელმსახურებაზე. ფოტო: скриншот трансляции

მიტროპოლიტმა პავლემ, კიევ-პეჩერის ლავრის ნაცვალმა, კომენტარი გააკეთა ხელისუფლების მიერ ზემო ლავრიდან უმე-ის განდევნის გარშემო არსებულ ვითარებაზე და სატრაპეზო ეკლესიაში გამართულ ბოლო წირვაზე. ღვთისმსახურებას მაუწყებლობდა ,,პერში კაზაცკი’’.

„დღეს ჩვენ ვტოვებთ ზემო ლავრის ტერიტორიას. თავნება მეუფეების ბრძანებით ჩვენ ვტოვებთ ტაძრებს, სადაც ვლოცულობდით. მუსლიმები ყოველთვის გვაძლევდნენ და გვაძლევენ საშუალებას ვილოცოთ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. კათოლიკეები გვაძლევენ საშუალებას ვილოცოთ წმინდა მოციქულთა საფლავთან, წმინდა ნიკოლოზის ნეშტთან. მაგრამ ჩვენი ხალხი, რომელიც თავს დედამიწის ჭიპად მიიჩნევს, ჩვენს მიწაზე გვდევნის ჩვენი სალოცავებიდან“, - ამბობს ლავრის ნაცვალი.

მან გააფრთხილა მორწმუნეები, რომ სბუ-ს და პოლიციას შეუძლია პროვოკაციების მოწყობა, მაგრამ ხალხმა მათ ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ იურიდიული დეპარტამენტის განცხადებით, 2023 წელს უმე-ს აქვს ყველა საფუძველი ზემო ლავრაში მსახურებისთვის.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.