ლავრის ვიკარი: შეიძლება არ შეგვიშვან არც მიძინების და არც სატრაპეზო ეკლესიებში
კიევ-პეჩორის ლავრა. ფოტო: slovoidilo.ua
მიტროპოლიტმა პავლემ, კიევ-პეჩორის ლავრის მოადგილემ, განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს ახალი წლიდან მორწმუნეებს აუკრძალოს ლოცვა ზემო ლავრის ეკლესიებში, კერძოდ, სატრაპეზოსა და მიძინების სახელობის ტაძრებში.
საღამოს წირვის დროს მიტროპოლიტმა პავლემ მორწმუნეებს შეატყობინა, რომ ზემო ლავრის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გახდის და ხელისუფლება მის განახლებას არ აპირებდა.
„დღეს მივხვდი, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, სატრაპეზოსა და ღვთისმშობლის ტაძრის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გასდის. არაოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ მომავალ შაბათს და კვირას ამ ეკლესიაში არ შეგვიშვებენ, არც ერთში“, - განაცხადა ვიკარმა.
„ვერ გეტყვით რა იქნება შემდეგ. დღეს მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც მივეცით ხმა, ვისთვისაც ვლოცულობთ და ისინი ინტრიგებში ხლართავენ წმინდა ეკლესიას და უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა მეუფემ.
მიტროპოლიტმა პავლემ მოუწოდა წაეკითხათ ფსალმუნი, აკათისტები ღვთისმშობლისა და კიევის გამოქვაბულების ღირსი მამებისადმი და თქვა, რომ ორშაბათს ან სამშაბათს გაკეთდება ოფიციალური განცხადება.
მიტროპოლიტმა პავლემ მოუწოდა წაეკითხათ ფსალმუნი, აკათისტები ღვთისმშობლისა და კიევის გამოქვაბულების ღირსი მამებისთვის და თქვა, რომ ორშაბათს ან სამშაბათს იქნება ოფიციალური ინფორმაცია.
მეუფეს თქმით, მან რამდენჯერმე დაურეკა კულტურის მინისტრს, "მაგრამ მან არ აიღო ყურმილი, არ უპასუხა".
„ორშაბათს მუზეუმის დირექტორს შევხვდებით და ზუსტ შედეგს შეგატყობინებთ - შევიკრიბებით აქ ზემო ლავრის ტერიტორიაზე თუ არ შეგვიშვებენ“, - განაცხადა მან.
„ხედავთ, რომ საბჭოთა კავშირში ლოცვის ნებას რთავდნენ, დღეს კი ასეთ ინტრიგებს ხლართავენ ჩვენს წმინდა, კათოლიკურ და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. მჯერა, რომ ძმების ლოცვა და თქვენი ლოცვა ძლიერია და ღვთისმშობელი დაიცავს თავის სახლს და მოგვცემს შესაძლებლობას ვილოცოთ ამ წმინდა მონასტერში“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა პავლემ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა ვალერი კულიპლომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ მონასტრებიდან ბერების განდევნა მათ გაპარტახებას გამოიწვევს.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.