ზელენსკიმ სანქციები დააწესა საქმეთამმართველისა და უმე-ის კიდევ ექვსი წევრის წინააღმდეგ

ვოლოდიმერ ზელენსკი. ფოტო: mriya.news

2022 წლის 11 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის 863-ე ბრძანებულებით ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ“ ეპისკოპოსებისა და უმე-ის სხვა წარმომადგენლების მიმართ. განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტექსტის მიხედვით, სანქციები დაწესებულია:

  1. უმე-ს საქმეთამმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი,
  2. უმე-ის სსუგ-ის ხელმძღვანელი, ჩერნივცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი მელეტი,
  3. ზაპოროჟისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა,
  4. ლუგანსკისა და ალჩევსკის მიტროპოლიტი პანტელეიმონ,
  5. კონსტანტინოვის მთავარეპისკოპოსი პაისი,
  6. არქიმანდრიტი იოანე, მელიტოპოლის წმ. საბას სახელობის მონასტრის წინამძღვარი,
  7. არქიმანდრიტი ალექსი, ხერსონის მიძინების საკათედრო ტაძრის ხელმძრვანელი.

სანქციები დაწესებულია 5 წლის ვადით.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დააწესა ლავრის მმართველის ნოვინსკის და უმე-ის რვა სხვა იერარქის წინააღმდეგ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.