პრეზიდენტმა დაავალა უმე-ის წესდების შემოწმება რფ-სთან კავშირის არსებობაზე
უკრაინის პრეზიდენტი. ფოტო: bugin.kz
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უმე-თან დაკავშირებით, რომელიც, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობის“ გარანტიას იძლევა.
დოკუმენტის თანახმად, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური ჩაატარებს ქარტიის რელიგიურ შემოწმებას უმე-ის კავშირზე მოსკოვის საპატრიარქოსთან, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს "კანონით დადგენილ ზომებს“.
ასევე, ზელენსკიმ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის რეფორის გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა მისი შესაძლებლობების გაძლიერება. პრეზიდენტის თქმით, ეს „მისცემს საშუალებას რეალურად დაიცვას უკრაინის მოქალაქეებისა და სახელმწიფოს უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები“.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უმე-ის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შესახებ.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.