საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები პრეზენტაციას დაესწრნენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზენტაციაზე. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ამა წლის 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ გიორგი სარჯველაძესთან ერთად, ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა სოციალური პროექტის განახლებული კონცეფცია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: დღის ცენტრს სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი 14–18 წლამდე მოზარდებისთვის, ერთწლიან პროგრამას სისტემიდან გასული სრულწლოვნებისთვის და გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამას.

ამ თემაზე იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა

პრეზენტაციასთან ერთად გამოიფინა პროგრამების ფარგლებში ხის, მინისა და სხვა სახელოსნოებში შექმნილი ნამუშევრები. ასევე აღინიშნა, რომ ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ღირებულებითი განათლების კლუბი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ცენტრის განვითარებას მისი შესაძლებლობების ფარგლებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ახალგაზრდული სახლი“ 2017 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა. პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი და სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი პროფესიული უნარების განვითარება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, რაც მომავალში მათ დასაქმებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.

გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სტუმარ დეკანოზ ანატოლე ფიოდორუკთან და პოლონეთიდან ჩამოსულ მგალობელთა გუნდთან ერთად აღასრულა.

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

წმ. გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზია მძლეოსნობაში მონაწილეობდა

წყალტუბოში, სასკოლო ოლიმპიადა 2026-2027-ის ფარგლებში, მძლეოსნობაში 2010-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის შეჯიბრება გაიმართა.