საღოლაშენში ახალაშენებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი იკურთხება

ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

7 დეკემბერს სოფელ საღოლაშენში მნიშვნელოვანი საეკლესიო ღონისძიება გაიმართება — ახლადაგებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი იკურთხება. კურთხევის რიტუალს ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აღასრულებს.

საზეიმო საღვთო მსახურება 09:00 საათზე დაიწყება.

ეკატერინე მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ მაქსიმინუსის (305-313 წწ.) მმართველობის პერიოდში. ალექსანდრიაში ჩასული იმპერატორი წარმართულ დღესასწაულს დაესწრო.

ამ თემაზე ფიტარეთის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა

მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს მიმდევრებს. ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. მან ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართები. ეკატერინეს სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუხმო, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია, რის შემდეგაც იმპერატორის ბრძანებით ისინი ცეცხლში დაწვეს.

იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ეკატერინეც, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა მისმა სულის სიმტკიცემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი საკვირაო ლიტურგიას ჩაატარებს.

წაიკითხეთ ასევე

ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.

სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა

საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.

საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს

სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.