ახალმა ბანამ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს უმასპინძლა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი
ახალი ბანას ტერიტორიამ უმასპინძლა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ინიციატივით, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული ფედერაციისა და ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. სპორტული შეჯიბრება განხორციელდა მოტივაციის გაზრდისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.
ტურნირის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სიმბოლური და სახელობითი საჩუქრები გადაეცათ, რაც მათთვის დამატებითი სტიმული გახდა.
ახალი ბანა კვლავაც გეგმავს ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა მოზარდებს განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.