თბილისის სასულიერო აკადემიაში საჯარო ლექცია გაიმართა
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო
2025 წლის 25 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიამ ტრადიციული „საჯარო ლექციების“ ფარგლებში უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ფილოლოგიის დოქტორ ლია კარიჭაშვილს. მოხსენების თემა იყო: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“.
მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა აკადემიასა და სემინარიას თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებული მადლობა გამოხატა სასწავლებლის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ. ქალბატონმა ლიამ ვრცლად ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქების — ანტონ I-ის, კირიონ II-ის, კალისტრატე ცინცაძის, ეფრემ II-ისა და ილია II-ის — წერილებში, ნაშრომებსა და ქადაგებებში გამოთქმულ მოსაზრებებზე. როგორც მან აღნიშნა, ამ მასალების ანალიზი ცხადყოფს საქართველოს ეკლესიის ღრმა პატივისცემას შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემისადმი.
ლექციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინტერესო ამონარიდები:
- ანტონ I*რუსთაველს უწოდებს ბრძენს, ფილოსოფოსს, ღვთისმეტყველს და „საკვირველ პიიტიკოს-მესტიხეს“, თუმცა ნანობთ, რომ პოეტმა საერო, და არა საღვთისმეტყველო თხზულება შექმნა.
* კირიონ IIდეტალურად განიხილავს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებსა და პოემის 1888 წლის გამოცემას.
* კალისტრატე ცინცაძე სიღრმისეულად იკვლევს პოემის თეოლოგიურ შინაარსს და უარყოფს მოსაზრებას, თითქოს „ვეფხისტყაოსანი“ სამღვდელო წრეებში დევნილი ყოფილიყო.
* ეფრემ IIრუსთაველს ქრისტიან პოეტად მიიჩნევს და პოემას — ქრისტიანული კულტურის დიდ ძეგლად.
* იგივე ხაზს ავითარებს ილია II, რომლის ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოემის ბიბლიურ საფუძვლებსა და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიას. - ლექცია ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი აღმოჩნდა. დასასრულს გამოითქვა სურვილი ქალბატონ ლია კარიჭაშვილთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.