სარკის მამათა მონასტერში დიაკვნად კურთხევისას უწმინდესი მსახურება შესრულდა

ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

2025 წლის 23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება შედგა. მსახურება აღავლინა ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.

ლიტურგიის დროს მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად აკურთხა გელათის სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ქარელის წმინდა მღვდლმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი — ნიკოლოზ ბუზალაძე. ახალადკურთხეული მამა ნიკოლოზი მსახურებას სწორედ ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში გააგრძელებს.

მრევლი სულიერი სიხარულით ულოცავს მამა ნიკოლოზს დიაკვნად კურთხევას — ღმერთმა დალოცოს მისი გზა, გააძლიეროს და შეაძლებინოს ღირსეული, სიყვარულით სავსე მღვდლური მსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიამ გიორგობის დღესასწაული ზეიმით აღნიშნა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.