სურამისა და ხაშურის ეპარქიამ გიორგობის დღესასწაული ზეიმით აღნიშნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
2025წლის 23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპარქიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა მილოცვა:
„სურამისა და ხაშურის ეპარქიის სახელით გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, წმინდა გიორგის მეოხებით, უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.“
ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურებას ეპარქიის მრევლი და სასულიერო პირი ესწრებოდა, სადღესასწაულო წირვის შემდეგ კი სამწყსოს წევრებმა ერთგულებითა და სიხარულით აღნიშნეს წმინდა გიორგის დღე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის ეპარქიამ გიორგობის დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნა.
წაიკითხეთ ასევე
რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება
ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.
,,დავითიანნი“ თბილისობის დღესასწაულს შეუერთდება
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ახალგაზრდების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტს გამართავს.
გიორგი ზვიადაძე: ირანის ელჩის განცხადება უკიდურესად მიუღებელია
პროტოპრესვიტერის განცხადებით, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული ეკლესიისთვის ცალსახა ისტორიული და სარწმუნოებრივი რეალობაა და საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან შეფასება აუცილებელია.
უკრაინაში პეტრესა და პავლეს ტაძარი რუსული დაბომბვის შედეგად მეოთხედ დაზიანდა
უკრაინის ქალაქ სუმის სასაფლაოზე ერთ-ერთი საჰაერო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ეკლესიის ფასადი, სახურავი და ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება დაიწყო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მონაწილეები ღირებულებითი განათლების მიმართულებით ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს გაიღრმავებენ.