დეკანოზ დავით ლონდარიძესთან თემატური დიალოგი გაიმართება

დეკანოზი დავით ლონდარიძე. ფოტო: დავითიანნი

დეკანოზი დავით ლონდარიძე. ფოტო: დავითიანნი

27 ნოემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება დიალოგი დეკანოზ დავით ლონდარიძესთან თემაზე: „კაპელანის (სამხედრო მოძღვრის) როლი სამხედრო მისიებში“.
შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით აღნიშნულ ბმულზე:
[https://forms.gle/o3yJCRT2fcHkQ8XeA](https://forms.gle/o3yJCRT2fcHkQ8XeA)

სამხედრო მსახურება ქვეყნისა და მოყვასისადმი სიყვარულისა და თავდადების უდიდესი გამოვლინებაა. ვაჟკაცობისა და ქრისტიანული სულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშნული არის — მზადყოფნა, მსხვერპლზე წასვლისა და ქვეყნის დაცვისთვის თავის გაწირვის.

კაპელანი, როგორც სამხედრო მოძღვარი, მნიშვნელოვანი მიმართულია თითოეული სამხედროს სულიერი ცხოვრების, შიდა სიმტკიცისა და მისიებში მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მონაწილეები შეძლებენ უფრო ღრმად გაეცნონ კაპელანობის საქმიანობას, მისიების მნიშვნელობასა და იმ სულიერ რგოლს, რომელსაც სამხედრო მოძღვრები ასრულებენ.

ყველას, ვისაც სურს მეტი გაიგოს ამ თემაზე, რეგისტრაციის გავლით შეძლებენ დაესწრონ დიალოგს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.