პატარა სიმბოლური რთველი საფრანგეთში ბავშვები და მშობლები ტრადიციებს გაეცნენ

წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში. ფოტო: ტაძრის გვერდი
2025 წლის 2 ნოემბერს, საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის ტაძრის ეზოში მოეწყო პატარა სიმბოლური რთველი. ღონისძიება მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით გაიმართა და მიზანი იყო, რომ ბავშვებმა ცოცხლად გაეცნოთ საქართველოს ტრადიციებს.
როგორც ტაძრის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, ორგანიზატორებმა სასიამოვნო და განათლებისმიერი დღე შესთავაზეს როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს:
„ვეცადეთ ჩვენი პატარებისთვის გვეჩუქებინა ერთი ლამაზი დღე, სადაც საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, ცოცხლად შეეხებოდნენ სამშობლოს ტრადიციებს და სულ ცოტახნით მაინც საქართველოში იგრძნობდნენ თავს. ბავშვები კი არა, დიდებიც დარჩნენ ბედნიერები.“
ღონისძიება წარმატებით დასრულდა და ტაძრის მრევლს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, მშობლიური კულტურა უცხოეთში სიცოცხლისუნარიანად განეცადა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სომხეთში პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს.
წაიკითხეთ ასევე
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
მისმა დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი და საპროტესტო აქციები, რომელმაც ბართლომეოსის თავდაპირველი პროგრამა შეცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წიგნების სერიის რედაქტორები მიიღო
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთის წინამძღვართან ერთად არ იმსახურებს
მსოფლიო პატრიარქი სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ჩატარებულ წირვას სტუმრის სტატუსით დაესწრება.
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.