„ახალი ბანას გუნდი“ ჩეხეთში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გამოვა

,,ახალი ბანას'' კონცერტის აფიშა. ფოტო: ახალი ბანას გვერდი

,,ახალი ბანას'' კონცერტის აფიშა. ფოტო: ახალი ბანას გვერდი

13-18 ნოემბერს, ჩეხური მხარის მოწვევით, „ახალი ბანას გუნდი“ ჩეხეთში გამგზავრება, სადაც რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 17 ნოემბერს კი ქალაქ კარლოვი-ვარში გუნდი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება. ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

ჩეხეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, „ახალი ბანას გუნდი“ სხვადასხვა ქალაქში გამართავს კონცერტებსა და შეხვედრებს, სადაც წარმოაჩენს ქართულ მუსიკალურ ტრადიციებსა და უნიკალურ შესრულების სტილს.
ფესტივალებზე მონაწილეობა ქართველ მუსიკოსებს საშუალებას მისცემს გააცნონ ქართული კულტურა საერთაშორისო აუდიტორიას და დაამყარონ თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან.

ღონისძიების მხარდაჭერა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან მიზნად ისახავს ქართული მუსიკის პოპულარიზაც.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტელეკომპანია „იმედზე“ იწყება სერიალი „წმინდა პაისი — ფარასიდან ზეცაში“.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.