მიტროპოლიტმა შიომ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი და მისი საძმო მიიღო

მიტროპოლიტმა შიომ და არქიმანდრიტმა ეფრემმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ფოტო: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
2025 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვედრა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ეფრემთან (კუცუ) და მონასტრის საძმოს წევრებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ვიზიტი გულთბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა. საუბარი შეეხო სულიერ საკითხებს, მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობებსა და ათონის წმინდა მთასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.
შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ და არქიმანდრიტმა ეფრემმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ჩატარდა.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.