ზუგდიდის პატრეპავლობის ტაძარში საკურთხევლის მოხატვითი სამუშაოები დაიწყო

პეტრეპავლობის ტაძრის მოხატვითი სამუშაოები. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაიწყო საკურთხევლის მოხატვის სამუშაოები.

როგორც ზუგდიდის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძრის მოხატვა დიდი სულიერი და კულტურული მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენს.

„ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ამ კეთილი საქმის ხელის შემწყობი კეთილი ადამიანები,“ — აღნიშნულია ტაძრის განცხადებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია არქიმანდრიტ დოროთესა და არქიმანდრიტ ილიას განცხადებებს ეხმაურება.

წაიკითხეთ ასევე

28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოსებ ალავერდელს მოიხსენიებს

ღირსი მამა იოსებ ალავერდელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო და კახეთში ქრისტიანული სარწმუნოებისა და მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის წმ.ქეთევანის ტაძარში ლიტურგია აღავლინა

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სადღესასწაულო მსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა.

პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას

პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.