ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია არქიმანდრიტ დოროთესა და არქიმანდრიტ ილიას განცხადებებს ეხმაურება
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბარია ბოლო პერიოდში საქართველოს საპატრიარქოსა და ეკლესიის სასულიერო პირების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში, საქართველოს საპატრიარქოს მისამართით და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომლებიც სამწუხაროდ ხორციელდება ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურების მხრიდან (აქ საუბარია არქ. დოროთე (ყურაშვილი) და არქ.ილია (თოლორაია).
არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან შურაცხმყოფელი განცხადებები ეხება ყველას, ჩვენი ეკლესიის სასულიერო დასს.
კერძოდ გვსურს მოვიყვანოთ მისი განცხადებებიდან რამოდენიმე ციტატა:
* ,,მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“
* ,,მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება“
* ,,ამბროსი ხელაიას შემდეგ რუსეთი მართავს საქართველოს ეკლესიას“
მოხსენიებული ციტატები არის მცირე ნაწილი არქიმანდრიტ დოროთეს საუბრებიდან... რაც ცხადყოფს რომ ამით ის შეურაცხყოფს თავის პატრიარქს (ეპისკოპოსს).
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია და მისი მეთაურია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. დოკუმენტი დეტალურად აღწერს საეპარქიო საბჭოს კომპეტენციასა და ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამის ნორმებს.
ეპარქია ასევე ეხება არქიმანდრიტ ილია თოლორაიას განცხადებას:
,,წმინდა კირიონის და ამბროსის შემონახულ ეკლესიას რუსეთის დანიშნულ ეგზარქოს მეუფე შიო მუჯირს, არ გადავაბარებთ“
განცხადებაში მოყვანილია მოციქულთა კანონების ციტატებიც, რომლებიც სასულიერო პირთა მიერ ეპისკოპოსის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ეხება, მათ შორის:
„კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქმნეს, რამეთუ ნათქვამია: ,,მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქმ.23,5)“
დასასრულს, ეპარქია წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით უსვამს ხაზს ეკლესიისადმი მორჩილების აუცილებლობას და მიტროპოლიტ შიოს მხარდაჭერას:
,,აქვე გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი ერთგულება საქართველოს ეკლესიის მიმართ და ასევე გამოვხატოთ თანადგომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოსადმი (მუჯირი).
მაცხოვარი ბრძანებს:"ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18)“
ინფორმაციას ავრცელებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ოფიციალური Facebook გვერდი: Mitropoliti Dimitri Shiolashvili.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დიალოგები დავითიანნში“ – მამა შალვა კეკელიამ თაობა “Z”-ის სულიერ გამოწვევებზე ისაუბრა.
წაიკითხეთ ასევე
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა წყალტუბოში საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულა
მეუფემ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალის ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულა.
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოსებ ალავერდელს მოიხსენიებს
ღირსი მამა იოსებ ალავერდელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო და კახეთში ქრისტიანული სარწმუნოებისა და მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის წმ.ქეთევანის ტაძარში ლიტურგია აღავლინა
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სადღესასწაულო მსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა.
პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.