ნიკორწმინდის ეპარქია ეპისკოპოს ვახტანგს დაბადების დღეს ულოცავს
ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგს ვულოცავთ დაბადების დღეს.
ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო და საერო პირთა სახელით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, ყოვლადუსამღვდელოეს ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგს, დიდი სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ თქვენს დიდხანს სიცოცხლეს, ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ!
მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!
მილოცვის ტექსტს ნიკორწმინდის ეპარქიის facebook გვერდი ავრცელებს.
ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) – ეპისკოპოსი ვახტანგი, ერისკაცობაში გიორგი ოთარის ძე ლიპარტელიანი, დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ვახტანგი ეწოდა. 2009 წლის 8 მარტს ხელი დაასხეს დიაკვნად და იმავე წლის 27 სექტემბერს მღვდლად აკურთხეს. 2009-2015 წლებში მოსკოვის წმიდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარია. მალევე აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. არქიმანდრიტი ვახტანგი 2015 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოირჩიეს ნიკორწმინდის ეპარქიის მდვდელმთავრად, იმავე წლის 1 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, არქიმანდრიტ ვახტანგს ხელი დაასხა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 26 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მოწამეების დღეს აღნიშნავს.
წაიკითხეთ ასევე
ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.
სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება
სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა
საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.
საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს
სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.