თელავში საპატრიარქოსა და შალვა ამონაშვილის აკადემიის ერთობლივი სემინარი გაიმართა

საპატრიარქოსა და შალვა ამონაშვილის აკადემიის ერთობლივი სემინარი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი

2025 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მომავლის ქალაქ „მზიანეთში“ გაიმართა სემინარი თემაზე — „პედაგოგიური და მისიონერული გამოცდილებების გაზიარება“.

ღონისძიება წარმოადგენს ღირებულებითი განათლების კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების ახალი ნაკადის მესამე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაცნობას.

სემინარის მსვლელობისას პროფესორმა შალვა ამონაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ისაუბრა ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზე, ასევე გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობის მიმართულებები და მიმდინარე პროექტები.

ღონისძიება ნაყოფიერ და მეგობრულ გარემოში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს სკოლების მუშაობასთან, მოსწავლეთა მოტივაციასთან და ღირებულებითი განათლების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპარქიებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრები.

ნეკრესელი მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.