ნიდერლანდებში უძველესი ეკლესია ჩოგბურთის კორტად გადაკეთდა
წმინდა იოსების ეკლესია დახურულ სპორტულ დარბაზად გადაკეთდა. ფოტო: Sport Knowhow XL
2025 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების ქალაქ არნემში მდებარე უძველესი წმინდა იოსების ეკლესია დახურულ პადელის კორტად გადაკეთდა — ჩოგბურთი, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას ევროპაში. ამის შესახებ ჰოლანდიურმა გამოცემა Sport Knowhow XL-მა განაცხადა.
ახალმა პროექტმა, სახელწოდებით „წმინდა პადელი“, ადგილობრივ მაცხოვრებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა ეკლესიის სახელის შეცვლა და კორტად გამოყენება ღვთისმგმობად მიიჩნია.
პროექტი მეწარმე როლანდ ვერჰის ინიციატივით დაიწყო, რომელმაც ადრე კიდევ ერთი ეკლესია CrossFit-ის სპორტდარბაზად გადააკეთა. მან განმარტა, რომ შენობა თითქმის ოცი წლის განმავლობაში ცარიელი იყო და გადაწყვიტა, „ახალი სიცოცხლე შთაბეროს მას“.
თუმცა, კრიტიკოსები თვლიან, რომ წმინდა სივრცე სპორტის საფარქვეშ კომერციალიზებულია. სოციალურ მედიაში მომხმარებლები წერენ, რომ „ეკლესია სპორტულ ატრაქციონად გადაკეთდა“ და თავად სახელწოდებას „ Holy Padel“ „რწმენის დაცინვას“ უწოდებენ.
ოფიციალურ ვებსაიტზე, holypadel.nl-ზე, პროექტის შემქმნელები რეკლამირებენ „უნიკალურ პადელის გამოცდილებას ისტორიულ ეკლესიაში“ და კორტების ონლაინ გაქირავებას სთავაზობენ. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ შენობამ „შეინარჩუნა წარსულის ატმოსფერო“, თუმცა მისი ყოფილი დანიშნულებიდან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი.
„სივრცის შემოქმედებითი გადააზრების“ მტკიცების მიუხედავად, „ Holy Padel“ ისტორიამ ნიდერლანდებში ხელახლა გააღვივა დებატები ყოფილი ეკლესიების გამოყენების დასაშვები საზღვრების შესახებ. ბევრი თვლის, რომ ეკლესიების ბარებად, რესტორნებად და სპორტულ მოედნებად გადაკეთება ევროპაში სულიერი კრიზისის ნიშანია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში უძველესი ეკლესია კაფე-ბარად გადაკეთდა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.