ევროკავშირი ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ლეგალიზაციას ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს
ილუსტრაცია: გენდერული მრავალფეროვნების სიმბოლოები ევროკავშირის დროშის ფონზე
ევროკავშირის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ დაამტკიცა ლგბტ თანასწორობის ახალი სტრატეგია 2026–2030 წლებისთვის.
დოკუმენტის მიზანია ლგბტ ადამიანების უფლებების გაფართოება, მათი სამართლებრივი დაცვის გაძლიერება და გენდერული იდენტობის აღიარება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში.
სტრატეგიის მიხედვით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ ზომები, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, „საკუთარი მედ ყოფნის თავისუფლებას“ უზრუნველყოფს. ეს მოიცავს სქესის შეცვლის სამართლებრივი პროცედურების გამარტივებას და ტრანსგენდერი და არაბინარული მოზარდების თვითგამორკვევის უფლებების აღიარებას.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა „ევროპული ღირებულებების ძირითადი ელემენტია“. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლგბტ ადამიანების დაცვას დევნისგან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და „მავნე პრაქტიკისგან“, როგორიცაა „ორიენტაციის შეცვლის თერაპია“.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროგრამების დაფინანსებას და სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.
ევროკომისიის თქმით, სტრატეგია იქნება „თანასწორობის კავშირისკენ მიმავალ გზაზე ახალი ეტაპი“, სადაც ყველას შეეძლება პირადი იდენტობის უფლების გამოყენება დისკრიმინაციის ან ძალადობის შიშის გარეშე.
ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირმა შვეიცარიაში, რომის კათოლიკური ეკლესიიდან „ქვიარ ბიბლია“ მოიპარა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.