ფლორენციის ანსამბლმა „ნანილამ“ არეცოში „სინათლის ფესტივალი“ გახსნა

ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი „ნანილა“. ფოტო: ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ნანილამ“ 4 ოქტომბერს იტალიის ქალაქ არეცოში, Pieve Santo Stefano-ს G. PAPINI თეატრის სცენაზე, მეორედ გახსნა საგუნდო ფესტივალი „სინათლის ფესტივალი“. ღონისძიება, რომელიც ერთგვარად კულტურულ ხიდად იქცა საქართველოსა და იტალიას შორის, ერთიან სცენაზე მოუყარა თავი ორ ქვეყანას — საქართველოსა და იტალიას .

ფესტივალი გაიმართა ადგილობრივი საგუნდო კოლექტივის Coro Altotiberino-ს მონაწილეობით, რომლის წევრებთანაც „ნანილამ“ განსაკუთრებული მეგობრობა დაამყარა. ანსამბლმა მაყურებელს ქართული ფოლკლორის მრავალფეროვნება და უნიკალური პოლიფონია გააცნო — შესრულდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ავთენტური სიმღერები და ცეკვები, რაც ფესტივალს ემოციურ და დაუვიწყარ ატმოსფეროს სძენდა.

ანსამბლი მადლობას უხდის პიევე დი სანტო სტეფანოს კომუნესა და მის მერს Claudio Marcelli-ს გულთბილი მიღებისთვის, Chorus Inside Federazione della Toscana-ს პრეზიდენტს Caterina Seri-ს — მხარდაჭერისა და მიწვევისთვის, და Coro Altotiberino-ს ლოტბარსა და ყველა წევრს — გულითადი სტუმართმოყვარეობისთვის.

ანსამბლი „ნანილა“ ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან 2021 წელს ჩამოყალიბდა. მისი მიზანია ქართული ფოლკლორისა და ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, საქართველოს კულტურის ღირსეული წარმოჩენა და იქ მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანება. ანსამბლის რეპერტუარში შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალხმიანი ფოლკლორული ნიმუშები, რაც მათ ევროპულ კულტურულ სივრცეში განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს.

„ნანილას“ მონაწილეობა „სინათლის ფესტივალში“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სიმღერა და ცეკვა უცხოელი მაყურებლის გულსაც იმავე ძალით ატყვევებს, როგორც სამშობლოში — თავისი სიღრმით, მრავალფეროვნებითა და სულიერებით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი ბანას ტაძრის შესახებ სტუდენტური-სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.