სინას მთავარეპისკოპოსი სიმეონი საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს შეხვდა
სინას მთავარეპისკოპოსი სიმეონი და საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე. ფოტო: რომფეა
სინას, ფარანისა და რაითის ახალარჩეული მთავარეპისკოპოსი და წმინდა ეკატერინეს ისტორიული მონასტრის წინამძღვარი, მეუფე სიმეონი, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს. შეხვედრა თბილ ატმოსფეროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთისადმი სულიერი თანადგომა და მხარდაჭერა გამოკვეთეს.
მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ გულითადად მიულოცა მეუფე სიმეონს არჩევა და უსურვა სიძლიერე, მოთმინება და სულიერი მწყემსმთავრობის წარმატება. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვნახე სინას ისტორიული მონასტრის ახალარჩეული მწყემსმთავარი, გამორჩეული ძმა და თანამეგზური,“ – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრისას მათ ისტორიისა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან საკითხებზე გაცვალეს მოსაზრებები.
მთავარეპისკოპოსმა სიმეონმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ეკლესიას და მის წინამძღვარს, თანადგომისა და დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ საბერძნეთის ეკლესია ყოველთვის იყო სინას საძმოს ძლიერი,სულიერი და საჭიროების შემთხვევაში მატერიალური მხარდაჭერის წყარო. მეუფე სიმეონის თქმით, ბოლო კრიზისის პერიოდში საბერძნეთის ეკლესიამ განსაკუთრებული გულწრფელობით გამოიჩინა თანადგომა, რაც მტკიცე იმედსა და რწმენას აძლევს სინას მონასტრის საძმოს, რომ ღმერთი არ დაუშვებს არეულობასა და სირთულეებს.
ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს სულიერ კავშირსა და მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებს სინას მონასტერსა და საბერძნეთის ეკლესიას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიო პატრიარქი ნიუ-იორკში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.