„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ცოხე. ილუსტრაცია

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე“. თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე. სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.

ეს ციხესიმაგრე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. მისი მდებარეობა შემთხვევითი არ ყოფილა. სურამზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოსთან და სამხრეთ საქართველოსთან აკავშირებდა. ამიტომ სურამის ციხეს საუკუნეების განმავლობაში დიდი სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ზუსტად როდის აშენდა ციხე და ვინ იყო მისი დამაარსებელი, დღემდე დაზუსტებით ცნობილი არ არის. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ერთ-ერთი ძველი მოსაზრების მიხედვით, სურამის ციხე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, მეფე ფარნაჯომის დროს უნდა ყოფილიყო აშენებული. თუმცა ამ მოსაზრებას სხვა ისტორიული წყაროები არ ადასტურებს.

ისტორიულ წყაროებში სურამის ციხე XVII საუკუნიდან უკვე მნიშვნელოვან ციხესიმაგრედ გვხვდება.

1625 წელს გიორგი სააკაძემ სურამის ციხე გაამაგრა. ამის შემდეგ ციხემ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და არაერთი ბრძოლისა და ისტორიული მოვლენის ცენტრი გახდა.

გიორგი სააკაძე

განსაკუთრებით საინტერესოა XVIII საუკუნის ისტორია.

1740-იან წლებში სურამის ციხე გივი ამილახვრის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. ირანის წინააღმდეგ ბრძოლების დროს მეფე თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ციხის აღება სცადეს, თუმცა ეს მარტივი აღმოჩნდა ნამდვილად არ ყოფილა.

სურამის ციხე იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანგრძლივი ალყის მიუხედავად, მისი დამცველები დანებებას არ აპირებდნენ.

გადმოცემის მიხედვით, ნადირ-შაჰი იმდენად გაოცებული ყოფილა ციხის სიმტკიცით, რომ მისი დახატვაც კი უბრძანებია, რათა ენახა, როგორი სიმაგრე იყო ეს.

საბოლოოდ, ციხე რამდენჯერმე ააფეთქეს და მისი კედლების ნაწილი ჩამოინგრა. მიუხედავად ამისა, ციხის დამცველები მაინც აგრძელებდნენ წინააღმდეგობას.

მოგვიანებით სურამის ციხე კვლავ აღადგინეს და მან კიდევ მრავალი წელი შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა.

ციხის კომპლექსში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაგებობაა შემორჩენილი. მათ შორისაა გალავანი, კოშკი, სასახლე და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ციხეს გვირაბიც ჰქონდა, რომელიც მიწის ქვეშ დაახლოებით 12-16 მეტრის სიღრმეზე ჩადიოდა. მისი ბოლომდე დანიშნულება ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, ხალხში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, გვირაბი დაკავშირებული იყო წყლის წყაროსთან და ციხის მცხოვრებლებს წყლის მოტანა სწორედ ამ გზით შეეძლოთ.

მაგრამ სურამის ციხეს მხოლოდ ისტორიული ამბები არ უკავშირდება.

მასზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ლეგენდა არსებობს.

ლეგენდის მიხედვით, ციხის კედლები რამდენჯერმე ჩამოინგრა და მისი აშენება ვერაფრით დასრულდა. მაშინ ხალხში გავრცელდა რწმენა, რომ ციხის გასამაგრებლად მის კედლებში დედისერთა ვაჟი უნდა ჩაეშენებინათ.

თქმულების მიხედვით, ეს ვაჟი ზურაბი იყო.

ამბობენ, რომ ზურაბი ციხის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. სწორედ ამის შემდეგ გახდა ციხე მტკიცე და მისი კედლები აღარ ჩამონგრეულა.

ლეგენდა კიდევ ერთ ძალიან სევდიან ამბავსაც გვიყვება.

ამბობენ, რომ იმ ადგილიდან, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღემდე დედის ცრემლივით წყალი წვეთ-წვეთად მოედინება.

ხალხური თქმულება იმდენად ცნობილი გახდა, რომ მას ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები — დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ — მიეძღვნა.

ამ ლეგენდის მიხედვით, ყოველ მთვარიან ღამეს ციხესთან შავებში ჩაცმული ქალი მოდის და დაკარგულ შვილს დასტირის.

ის ციხის კედლებს მიმართავს და ამბობს:

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო.“

დღეს სურამის ციხე უკვე აღარ არის ის ძლიერი სამხედრო სიმაგრე, რომელიც საუკუნეების წინ საქართველოს მნიშვნელოვანი გზების დაცვას ემსახურებოდა.

თუმცა მისი კედლები დღემდე ინახავს საქართველოს ისტორიის მრავალ ამბავს — ბრძოლებს, მეფეებს, ციხის დამცველებს და ხალხურ თქმულებებს.

XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება.

XVIII საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“ ყიზილბაშობას განეკუთვნება. 1742-1745 წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. სურამის ციხესთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სპარსეთ-ოსმალეთის ინტერესები. სპარსეთი მის სწრაფ დაკავებას ცდილობდა, ხოლო ოსმალეთი გივი ამილახვარს ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მის გამაგრებაში. 1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II დაამტკიცა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II. ეს იყო გივი ამილახვარის ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოჩენილი მედგარი წინაღმდეგობის შედეგი. ნადირ-შაჰი იძულებული იყო „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეეცვალა.

ამ გარემოებამ გარკვეული როლი ითამაშა აჯანყების შემდგომ განვითარებაზე. აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, ანუ რისთვისაც აჯანყება დაიწყო ის შედეგი უკვე მიღწეული იყო, მაგრამ გივი ამილახვარი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. სურამის ციხესთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა. მან კარგად დაინახა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა და თეიმურაზ მეფეს შეუთვალა, ჩემთან დედოფალი თამარი მობრძანდეს და იმას მივენდობიო. მართლაც დედოფლის სურამში მისვლის შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და თამარს თბილისში გაჰყვა. თეიმურაზ მეფემ ირანის მბრძანებელთან ქაიხოსრო ორბელიანი გააგზავნა და მოახსენა გივი ამილახვრის შერიგება, თან მისი დანაშაულის პატიებასაც სთხოვდა. ნადირ-შაჰს ძალიან გაუხარდა სურამის ციხის დაკავება და წყალობას არ იშურებდა, გივი ამილახვარი თეიმურაზს მიანდო, მეფემ კი ამილახორს სახლთუხუცესობა უბოძა და თბილისში დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და ბრძანა ამილახორის ციხეების დაქცევა. შაჰის ბრძანებით სურამის ციხე კეხვის ციხესთან ერთად დანგრეულ იქნა. იგი 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს აქ ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული.

სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხან იტრიელი ჩხეიძეების ხელში იყო, ხანაც სურამელი მურვანიშვილები ფლობდნენ. 1764 წელს კი ერეკლე მეფე სურამის ციხეს ოსიაურის ციხესთან ერთად დროებით გადასცემს თარხანოვებს.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, რაც განპირობებული იყო სამეფოს დასავლეთი საზღვრების დაცვის აუცილებლობით. 1787 წელს რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.

XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტია. 1801 წლის შემდგომი და XIX საუკუნის 20-იანი წლების წყაროებზე დაყრდნობით სურამის ციხე კვლავ მოქმედია. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგეს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.

საქართველოს მატიანე

თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.

ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია

ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.